ჩვენ შესახებ

დეველოპერული კომპანია თაღი 2021 წლიდან ჩაერთო სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობაში. კომპანიის მიზანია შექმნას განსაკუთრებული საცხოვრებელი გარემო – მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის გათვალისწინებით.

თაღი – “ჩაიკოვსკიზე” ჩვენი პირველი დასრულებული პროექტი და საიმიჯო სახლია, რომელიც მკაფიოდ ასახავს კომპანიის დამოკიდებულებას ხარისხსა და დიზაინზე.

ჩვენი სახლი გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ ვართ ბაზარზე ერთ-ერთი სამაგალითო, კონკურენტუნარიანი და დეტალებზე ორიენტირებული სამშენებლო კომპანია.